მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთო სამუშაო სივრცეზე მოთხოვნა 30%-მდე გაიზარდა - „ტერმინალი“

624b08ef93525
ალა ისპირიანი
04.04.22 20:00
1144
საერთო სამუშაო სივრცეზე კომპანია "ტერმინალში" მოთხოვნა 30%-მდე გაიზარდა. როგორც Bm.ge-თან „ტერმინალის" მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორმა თამარ ჯინჭარაძემ განმარტა, მიმდინარე წელს მთლიანი სივრცე 85%-ით დაიტვირთა.

„ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩვენი მომხმარებლების 25% უცხოელია, თუმცა ომის პერიოდში მომართვიანობა გაიზარდა, მაგრამ ყველა ვერ მივიღეთ. პირველი იმიტომ, რომ ადგილები არ გვქონდა და ასევე ჩვენი შიდა პროტოკოლიდან გამომდინარე რუსულ კომპანიებთან არ ვთანამშრომლობთ. კონტრაქტები მივიღეთ მხოლოდ ამერიკული და უკრაინული კომპანიებისგან, რამაც ჩვენი სივრცის დაკავებულობა 5-7%-ით გაზარდა“, - განაცხადა თამარ ჭინჭარაძემ.

მისივე თქმით, 2020 წელს, როცა ლოკდაუნი შეწყდა და ადამიანებს გარეთ გასვლის საშუალება მიეცათ, სივრცე მხოლოდ 40%-მდე იყო დატვირთული, რადგან ადამიანები ხალხთან ურთიერთობას ჯერ კიდევ ერიდებოდნენ.

"ხოლო 2021 წლიდან, პანდემია არ იყო დასრულებული, თუმცა მომართვიანობამ იმატა, რადგან ბევრი კომპანია დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. მათ ჰქონდათ ჰიბრიდული მექანიზმი შემუშავებული, კერძოდ, თანამშრომლების ნახევარი გამოდიოდა ჩვენ სივრცეში, მეორე ნახევარი სახლიდან მუშაობდა. 2021 წლის ბოლოსთვის კი ფილიალების დატვირთულობა 75%-მდე გაიზარდა", - განაცხადა მან.

ცნობისთვის, საერთო სამუშაო სივრცე, „ტერმინალი“ თბილისში ხუთი წლის წინ გაიხსნა, სადაც ერთთვიანი აბონემენტის ფასი დღგ-ს ჩათვლით 425 ლარია, ხოლო ერთდღიანი აბონემენტის ღირებულება 30 ლარი. კომპანიას რამდენიმე ფილიალი აქვს.