05.მარტი.2016 15:14
ეკონომიკა

საფარის მონასტერთან მისასვლელ 7,2 კმ-იან მონაკვეთზე კაპიტალური გზა პირველად დაიგება

საფარის მონასტერთან მისასვლელ 7,2 კმ-იან მონაკვეთზე კაპიტალური გზა პირველად დაიგება
მსოფლიო ბანკის მხარდაჭრით და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით, სამცხე-ჯავახეთში ტურისტული პოტენციალის ამოქმედების პროგრამა დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, საფარის მონასტერთან მისასვლელ 7,2 კმ-იან მონაკვეთზე კაპიტალური გზა პირველად დაიგება. გზის აღდგენითი სამუშაოები პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა.

"საფარის მონასტრამდე მისასვლელი გზა არის ძალიან მნიშვნელოვანი ბევრი თვალსაზრისით. ეს არის 7 კილომეტრიანი გზა, რომლის გახსნაც მოხდება წელს. აქ დადიან ტურისტები, მომლოცველები, რეგიონის მცხოვრებლები და ყველასთვის იქნება მნიშვნელოვანი, რომ გაკეთდეს გზა და მოეწყოს ინფრასტრუქტურა გზის გარშემო. აქ გაკეთდება გადასახედები, ავტომანქანის სადგომები. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დღეს ჩვენ ასევე დავათვალიერებთ რამდენიმე საწარმოს, რომლებიც პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში გაიხსნა, ვეწვევით შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში დაფინანსებულ საწარმოს და დავესწრებით ბორჯომში ახალი სასტუმროს გახსნის ღონისძიებას,"- განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პრემიერის პრეს-სამსახურის ცნობით, საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საფარის მონასტრამდე მანძილი, ნაცვლად 30 წუთისა, 10 წუთში დაიფარება. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 7,2 კმ-ი, გზის საფარის სიგანე კი 5 მეტრია. პროექტის ფარგლებში დასაქმდება 70 ადამიანი. გზის რეაბილიტაცია 2016 წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის ღირებულება, რომელსაც მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, 3 198 099,81 ლარია

20.აპრილი.2019 00:30
59

TNT-მ საკონსტიტუციო დავა მოიგო - "საქართველოს ფოსტა" პრივილეგიით ვეღარ ისარგებლებს

ვრცლად
19.აპრილი.2019 23:00
181

საქართველოში სასტუმროები და რესტორნები ვარსკვლავებით შეფასდება

ვრცლად
19.აპრილი.2019 22:00
117

"ერთი მინისტრი მეორეთი იცვლება და საქმე ბოლომდე არ მიდის"

ვრცლად
19.აპრილი.2019 21:00
410

ივა ჭყონია: "გიორგი ქობულიამ გაასწრო ქვეყნის ეკონომიკას და რეალობას"

ვრცლად
19.აპრილი.2019 20:20
176

აკაკი ზოიძე: ანზორ მელიას ვურჩევდი ლიტერატურა წაიკითხოს

ვრცლად
19.აპრილი.2019 20:00
167

"ნატახტარი": ბოლო წლებში ლუდის ბაზარი აღარ იზრდება

ვრცლად