28.მარტი .2021 13:50

საფეხბურთო მატჩის გამო მეტრო და ავტობუსები დღეს 01:00 საათამდე იმუშავებენ

საფეხბურთო მატჩის გამო მეტრო და ავტობუსები დღეს 01:00 საათამდე იმუშავებენ
views 450
უკან

საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩის გამო დღეს მეტრო და ავტობუსები 01:00 საათამდე იმუშავებენ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მატჩზე მაყურებელთა 30% დაიშვება, დისტანციისა და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით. ბილეთები ონლაინრეჟიმში გაიყიდება, ხოლო ის პირები, რომლებიც მატჩზე დასასწრებ ბილეთებს შეიძენენ, 01:00 საათამდე გადაადგილების ნებართვით ისარგებლებენ, რათა მატჩის დასრულების შემდეგ, გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვის პერიოდში, შინ დაბრუნება შეძლონ.

"28 მარტს, საფეხბურთო მატჩიდან გამომდინარე, 01:00 საათამდე იქნება დაშვებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის - მეტროსა და ავტობუსის მუშაობა“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა