მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფინანსო კომიტეტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა

627291cdca7b9
მარიამ იზორია
04.05.22 18:55
593
2022 წლის 1 სექტემბრამდე „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილების განთავსებისა და თამბაქოს ნაწარმთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის განსხვავებული (საგამონაკლისო) წესი და ვადები განისაზღვრება.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი დღეს განიხილა და მხარი დაუჭირა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მამუკა ბარათაშვილის განმარტებით, 2022 წლის 1 სექტემბრამდე, გამონაკლისის სახით, გადასახადის გადამხდელებს მიეცემათ უფლება, საქართველოს საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე განახორციელონ თამბაქოს ნაწარმზე სამედიცინო გაფრთხილებების გარე გამჭვირვალე შეფუთვაზე სტიკერის სახით დაკვრა.

მინისტრის განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებები უკრაინაში მიმდინარე ომით არის გამოწვეული.

„დასაშვები ხდება თამბაქოს ნაწარმის თითოეულ შეფუთვაზე განთავსებული სამედიცინო გაფრთხილება არ აკმაყოფილებდეს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. მათ შორის, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე დაბეჭდვის ნაცვლად, სტიკერის სახით დაკრული იყოს გარე გამჭვირვალე შეფუთვაზე. ამასთან, თამბაქოს ნაწარმის თითოეულ შეფუთვაზე სტიკერის დაკვრა შესაძლებელია განხორციელდეს საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე.

საქართველოში სიგარეტის იმპორტის 80% უკრაინიდან ხორციელდება, მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, შეუძლებელი გახდა პროდუქციის აღნიშნული სახით შემოტანა“, - აღნიშნა ფინანსთა მინიტრის მოადგილემ.