ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის საგადასახადო მიზნებისთვის, გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების მიზნით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტი მომზადდა.
კანონპროექტის პრინციპებზე, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მამუკა ბარათაშვილმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. მომხსენებლის ინფორმაციით, 2011 წელს საქართველო გლობალური ფორუმის წევრი გახდა და საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ვალდებულება იკისრა. მისივე თქმით, ერთ-ერთ ასეთ სტანდარტს - ანგარიშგების საერთო სტანდარტის დანერგვა წარმოადგენს, რომელიც დიდი ოცეულის მოთხოვნის საფუძველზე, 2014 წლის 15 ივლისს დამტკიცდა.
მინისტრის მოადგილემ კოდექსში შესატანი ცვლილებების არსი განმარტა და განაცხადა, რომ კანონპროექტის თანახმად, ფინანსური ინსტიტუტებისთვის ვალდებულება შემოდის, აწარმოონ ანგარიშგების საერთო სტანდარტით დადგენილი სათანადო პროცედურები და ყოველი მომდევნო საანგარიშო წლის 30 ივნისამდე, საგადასახადო ორგანოს ავტომატურ რეჟიმში რეზიდენტი პირების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია გადასცეს. თავის მხრივ, შემოსავლების სამსახური ფინანსური ინსტიტუტებისგან მიღებულ ინფორმაციას უცხო ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებს გადასცემს. მამუკა ბარათაშვილმა, კომიტეტის სხდომაზე, საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებიდან გამომდინარე საკანონმდებლო პაკეტზეც ისაუბრა. კომიტეტის წევრებმა პირველი მოსმენით საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.
სხდომაზე კომიტეტის წევრებმა ასევე მოიწონეს და მხარი დაუჭირეს საერთაშორისო სარატიფიკაციო ხელშეკრულებას. მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის სასესხო შეთანხმების თანახმად, თბილისი მერიას სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის 47 მლნ. ევრო გადაეცემა, რომელიც ე.წ. ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების და ავტობუსების დერეფნების მოწყობას მოხმარდება. მისივე ინფორმაციით, სესხთან ერთად, აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის, 1.5 მლნ. ევროს გრანტი გამოიყოფა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2023 წლისთვის თავდაცვის ძალების რაოდენობის განსაზღვრის საკითხზე იმსჯელეს. თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის განმარტებით, მთავრობის მიერ დასამტკიცებლად წარდგენილი თავდაცვის ძალების რაოდენობის საკითხი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან ერთად განიხილება და ისევე როგორც მიმდინარე წელს, 2023 წლისთვისაც მთავრობა პარლამენტს არაუმეტეს 37 ათასი სამხედრო მოსამსახურის დამტკიცების საკითხით მიმართავს.
სხდომის დასასრულს, კომიტეტის წევრები, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების შესახებ“ საქართველოს სამინისტროების 2021 წლის სამოქმედო გეგმების შესრულების წლიურ ანგარიშს და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშებზე შემუშავებულ, რეკომენდაციებს გაეცნენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი