23.ივნისი .2021 20:44

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ვაქცინების შესაძენად დამატებითი დაფინანსების მიღების დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ვაქცინების შესაძენად დამატებითი დაფინანსების მიღების დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
views 281
უკან

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა კოვიდ-19 -ის წინააღმდეგ რეაგირების პროექტის დამატებითი დაფინანსების შესახებ სარატიფიკაციო დოკუმენტებს მხარი დაუჭირა.

„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის გაფორმებული სასესხო შეთანხმების თანახმად (COVID -19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის დამატებითი დაფინანსება) ხდება დამატებითი დაფინანსების მიღება 28, 7 მლნ. ევროს ოდენობით, რომელიც უშუალოდ ჯანდაცვის მიმართულებით დაიხარჯება.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განმარტა, გასულ წელს მსოფლიო ბანკთან გაფორმებული იყო ხელშეკრულება, 73 მილიონ ევროზე, რომელიც ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების კუთხით იყო მიმართული. წარმოდგენილი სარატიფიკაციო დოკუმენტის თანახმად კი ხდება დამატებითი დაფინანსების მიღება 28, 7 მლნ. ევროს ოდენობით და ამ თანხით ძირითადად მოხდება ვაქცინის შესყიდვა და ვაქცინაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსება.

კომიტეტი ასევე დაეთანხმა ტექნიკურ ცვლილებას მთავრობის მიერ წარმოდგენილ მეორე სარატიფიკაციო დოკუმენტში „2020 წლის 1 მაისის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტი)“ N1 ცვლილება“. ცვლილების თანახმად, COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების ძირითადი პროექტით გამოყოფილი თანხა, უშუალოდ ვაქცინების შეძენისთვის მიემართება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა