05.აგვისტო .2020 16:17

საფინანსო სისტემა პანდემიის მეორე ტალღისთვის მომზადებულია - კობა გვენეტაძე

views 346
უკან

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ამ დროისთვის საფინანსო სექტორის ბუფერები კვლავ სოლიდურია. ამის შესახებ კობა გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დასრულების შემდეგ მედიის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვირუსის მეორე ტალღას, ასეთის შემთხვევაში, საფინანსო სექტორი მომზადებული დახვდება.

„ბოლო თვეების განმავლობაში გვაქვს გაუმჯობესების გარკვეული ნიშნები როგორც ეკონომიკის, ასევე ფინანსური ინდიკატორების გაჯანსაღების მიზნით, რაც ძალიან კარგია. მიმდინარე მდგომარეობით კომერციული ბანკებისა და ზოგადად ფინანსური ინსტიტუტების ფინანსური ბუფერები კვლავ სოლიდურია, სისტემა არის მომზადებული მეორე ტალღისთვისაც თუ ასეთი რამე იქნა.

ამასთან, ეროვნული ბანკი ამ დრომდე ინარჩუნებს გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას, რაც რეცესიის გაღრმავების შემთხვევაში დამატებით მოქნილობას გვაძლევს საპასუხო პოლიტიკისთვის“, - განაცხად კობა გვენეტაძემ.

სებ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რომ არა სისტემაში არსებული კაპიტალის ბუფერები, ბანკები მოსახლეობისთვის პროცენტების გადავადებას და ამავე დროს დაკრედიტების გაგრძელებას ვერ შეძლებდნენ. მისი თქმით, ამ პერიოდში კომერციული ბანკების საკრედიტო დანაკარგებმა 1.2 მლრდ ლარი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა