მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფონდო ბირჟაზე უმსხვილესი კომპანიების აქციები მკვეთრად გაიზარდა

63886007ab58e
გიორგი თოლორდავა
01.12.22 12:00
767

ამერიკულ საფონდო ბირჟაზე აღმასვლის უაღრესად მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება, კერძოდ, გასულ 24 საათში 500 უმსხვილესი კომპანიის აქციების ინდექსი (S&P 500) თითქმის 3.1%-ით გაიზარდა; 2.2%-ით მოიმატა Dow Jones-მა; ხოლო Nasdaq-ის ტექნოლოგიური ინდექსის ღირებულება 4.4%-ითაა გაზრდილი.

მკვეთრი აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება უმსხვილეს კომპანიებთან მიმართებითაც:

Apple +4.8%
Microsoft +6.2%
Google +6.3%
Amazon +4.5%
Berkshire Hathaway +1.1%
Tesla +7.7%
UnitedHealth +3.7%
Visa +3.8%
Nvidia +8.3%
Meta + 7.9%

უმსხვილესი კომპანიების აქციების ზრდა პირდაპირ კავშირშია აშშ-ის ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელის, ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლასთან, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ დეკემბრიდან FED-ი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ტემპს შეამცირებს.

პაუელის განმარტებით, კომიტეტის მომდევნო შეხვედრაზე რეფინანსირების ძირითადი განაკვეთი, სავარაუდოდ, 50 საბაზო პუნქტით გაიზრდება, ნაცვლად 0.75%-ისა.

FED-ის მიერ ნაკლებად ხისტ პოლიტიკაზე გადართვა რიგი ფაქტორებითაა განპირობებული, პირველ რიგში, ოქტომბერში აშშ-ის მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელდა და წლიური ინფლაციის დონემ 7.7% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ინვესტორებისა და ტრეიდერებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ინდიკატორს წარმოადგენს, მისი გამკაცრება, ანუ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, ინვესტორებს სარისკო აქტივების პორტფელის შემცირებისკენ უბიძგებს, შემცირება კი - პირიქით.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.