04.მაისი .2020 18:00

საფონდო ბირჟების მიმოხილვა

views 386
უკან

საქართველოს საფონდო ბირჟაზე გასული 1 კვირის განმავლობაში გარიგებები არ დადებულა. რაც შეეხება სახელმწიფო კომპანიებს, "საქართველოს რკინიგზის" ფასიანი ქაღალდების 1%-იანი გაუფასურება შეინიშნება, "ნავთობისა და გაზის კორპორაციის" შემთხვევაში კი ფასები 0.35%-ით დაეცა. 1 წლის ჭრილში ორივე მათგანს 8.5% და 7%-იანი კლება აქვს.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც 4 ქართული კომპანიაა დალისტული, Georgia Capital-ის გარდა ყველა კომპანიის აქციების ფასი გაიზარდა. რაც შეეხება გარიგებებს, "საქართველოს ბანკის" აქციებზე 5.9 მილიონი ფუნტ სტერლინგის ღირებულების გარიგებები დაიდო, "თიბისი ბანკის" ფასიან ქაღალდებზე 3.2 მილიონი ფუნტის ტრანზაქციები განხორციელდა, CGEO-ს და GHG-ს აქციებზე კი შესაბამისად 853 და 145 ათასი ფუნტის.

1 წლის ჭრილში კომპანიების აქციები 42%-დან 60%-მდეა გაუფასურებული, მათ შორის ყველაზე მეტად Georgia Capital-ისა და "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" 60% და 59%-ით. ყველაზე ძვირადღირებულ ქართულ კომპანიად LSE-ზე BGEO რჩება 484 მილიონი ფუნტ სტერლინგით, "თიბისი ბანკი" 457 მილიონი ღირს, Georgia Capital 163 მილიონი, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" კი 113 მილიონი.

საქართველოში ბირჟის ინდექსი, GSX ერთი და იგივე მაჩვენებელზეა გასული 1 კვირის განმავლობაში და 82.4 ერთეულისგან შედგება.

რაც შეეხება საბაზრო კაპიტალიზაციას, 1 თვეში ის 124 მილიონი ლარითაა გაზრდილი და 30 აპრილის მონაცემებით 1 მილიარდ 840 მილიონ ლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა