მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფონდო ბირჟებზე Apple-ის, JPMorgan-ის, Bank of America-სა და Citi-ს აქციები გაიზარდა

628cd63051c60
გიორგი თოლორდავა
24.05.22 18:00
3721
მიმდინარე კვირის პირველი სავაჭრო სესია უოლ-სტრიტზე აღმასვლის ტენდენციით დაიწყო: აშშ-ის 500 უმსხვილესი კომპანიის აქციების (S&P 500) ღირებულება 1.86%-ით გაიზარდა; Dow Jones-ის სავაჭრო ფასი 1.98%-ით არის გაზრდილი; ხოლო Nasdaq-ის ტექნოლოგიური ინდექსის ღირებულებამ 1.59%-ით მოიმატა.

გასულ 24 საათში გამორჩეული შედეგები საბანკო-საფინანსო სექტორში წარმოდგენილ უმსხვილეს ამერიკულ კომპანიებს ჰქონდათ: JPMorgan Chase-ის აქციები 6.2%-ით გაიზარდა; უორენ ბაფეტის რჩეული Citi-ის აქციების ფასი 6.1%-ით არის გაზრდილი; Bank of America-ს ღირებულება 5.9%-ით გაიზარდა; Visa-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ 4.3%-ით მოიმატა; American Express-ის ღირებულება 3.8%-ით არის გაზრდილი; ხოლო Goldman Sachs-ის აქციების ფასი 3.2%-ით არის მომატებული.

ზემოხსენებული კომპანიების აქციების ზრდა პოზიტიურ მოლოდინებს უკავშირდება - JPMorgan-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ბანკი მომავალი წლისთვის გათვლილი შედეგების მიღწევას 2022 წლის ბოლომდეც შეძლებს, ასევე პოზიტიური მოლოდინები აქვთ Citi-სა და Bank of America-ს წარმომადგენლებსაც.

გუშინ ინვესტორთა ყურადღების ცენტრში მოექცა მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანია Apple, რომლის საბაზრო ღირებულებაც ერთ დღეში 4%-ით გაიზარდა. კომპანიის აქციების ზრდა დირექტორთა საბჭოსთვის ახალი პროდუქტების, ვირტუალური და გაფართოებული რეალობის (VR/AR) სათვალეების წარდგენის ფაქტს უკავშირდება.

სავარაუდოდ, Apple-ის ახალი პროდუქტები გაყიდვაში უახლოეს მომავალში ჩაეშვება, რაც ტექნოლოგიურ გიგანტს ახალ ბაზარზე შესვლის საშუალებას მისცემს, სადაც ამჟამად Oculus Quest-ით კომპანია Meta ლიდერობს.

გასული დღის სავაჭრო სესია პოზიტიური შედეგებით დაასრულეს შემდეგმა კომპანიებმაც: Ross Stores (+9.6%); Deer & Co (+7.1%); Schlumberger (+6.6%); Take-Two Int (+6.5%); APA Corp (+5.9%); Abiomed (+5.7%); CF Industries (+5.5%); Comerica (+5.4%).

საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla და ა.შ. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.