მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფონდო ბირჟებზე ჩინური კომპანიების აქციები იზრდება

628793235375b
გიორგი თოლორდავა
20.05.22 17:31
4405
გასულ 24 საათში ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ინვესტორთა ყურადღების ცენტრში უმსხვილესი ჩინური კომპანიები მოექცნენ.

Pinduoduo-ს აქციების ღირებულება თითქმის 9%-ით გაიზარდა; JD-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 5.7%-ით არის გაზრდილი; Baidu-ს აქციები 5.5%-ით გაიზარდა; ხოლო უმსხვილესი ჩინური ტექნოლოგიური კომპანიის, Alibaba-ს აქციები 5.6%-ით არის გაზრდილი.

აღნიშნული კომპანიების წარმატების განმაპირობებელი მთავარი მიზეზი ჩინეთის მთავრობის ოფიციალური პოზიციის ცვლილებაა. ქვეყნის ვიცე-პრემიერ ლიუ ჰეს განცხადებით, ტექნოლოგიურ კომპანიებზე რეგულატორული ზეწოლა შემსუბუქდება, მთავრობა კი ხელს შეუწყობს წარმატებული ტექნოლოგიური კომპანიების უცხოურ, მათ შროის, ამერიკულ საფონდო ბირჟებზე განთავსებას (IPO).

ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, ჩინური კომპანიების, განსაკუთრებით კი ტექნოლოგიური გიგანტების წინაშე მდგარი უმთავრესი გამოწვევა მთავრობის მკაცრი პოლიტიკაა, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს მათი გაფართოების და განვითარების შესაძლებლობებს, შესაბამისად, პოლიტიკური მხარდაჭერის მიღება ინვესტორების სამომავლო მოლოდინებსა და კომპანიების აქციების ფასებზეც პოზიტიურად აისახა.

გუშინდელი სავაჭრო სესია წარმატებით დასრულდა სამედიცინო-ფარმაცევტულ სექტორში წარმოდგენილი კომპანიებისთვისაც: Novavax (+12.1%); Emergent Bio (+11.8%); Vir Biotech (+9.8%); CureVac (+7.7%); Inovio (+7.1%); BioNTech (+6.9%); Sorrento (+4.7%); Moderna (+4.1%).

საუკეთესო შედეგით სავაჭრო დღე ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანია Lucid-მა დახურა, მისი აქციების ღირებულება 11%-ით გაიზარდა, რაც საუდის არაბეთში ახალი ავტოქარხნის მშენებლობის გეგმასთანაა დაკავშირებული.

ინვესტორთა შეფასებით, Lucid-ის პრემიუმ-კლასის ელექტრომობილები ყველაზე მოთხოვნად სწორედ საუდის არაბეთის ბაზარზე იქნება, იქ ქარხნის გახსნა კი კიდევ უფრო მეტად გაზრდის კომპანიის გაფართოების და პოტენციურად ახალი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებს.

უოლ-სტრიტზე ინვესტორთა ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ შემდეგი მსხვილი კომპანიებიც: Synopsys (+10.2%); Datadog (+9.6%); DocuSign (+7.5%); Zoom Video (+7.4%); Marketaxess (+7.1%); Mercadolibre (+6.9%); Generac Holding (+6.6%).

რაც შეეხება ზოგად საფონდო ინდექსებს:

S&P 500 -0.58%;
Dow Jones -0.75%
Nasdaq -0.26%

საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla და ა.შ. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.