27.აპრილი .2020 15:40

საფონდო ბირჟებზე Lufthansa-ს და Air France-KLM-ის აქციებზე ფასი იზრდება

views 377
უკან

ევროპის საფონდო ბირჟებზე Lufthansa-ს და Air France-KLM-ის აქციებზე ფასი იზრდება, რისი საფუძველიც მთავრობების მიერ ავიაკომპანიებისათვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების პროგრამებია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბირჟაზე Lufthansa-ს აქციების ღირებულება 7%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც გერმანიის ტრანსპორტის მინისტრმა ავიაკომპანიებისთვის მხარდამჭერ პროგრამაზე განაცხადა, ხოლო Air France-KLM-ის აქციები - 3.5%-ით, რადგან საფრანგეთის სახელმწიფომ 7 მილიარდი ევროს (7,6 მილიარდი აშშ დოლარი) ფინანსური რესურსის გამოყოფაზე განაცხადა.

ავაიკომპანია Lufthansa, რომელიც რამდენიმე კვირის წინ აცხადებდა, რომ კორონავირუსის გამო შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო ფინანსურ დახმარებას საჭიროებდა, Reuters-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ სახელმწიფომ კომპანიას 10 მლრდ ევროიანი ფინანსური დახმარება გამოუყო.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის მთავრობა ასევე გეგმავს, დახმარება გაუწიოს ავტოკონცერნ Renault-ს, რომლისთვის 5 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფა იგეგმება.