გასული 24 საათი ამერიკული საფონდო ბირჟებისთვის უაღრესად არასახარბიელო შედეგებით დასრულდა - აშშ-ის 500 უმსხვილესი კომპანიის აქციების ზოგადი ინდექსი ანუ S&P 500 ერთ დღეში 3.56%-ით შემცირდა; 3.12%-ით დაეცა Dow Jones-ის ღირებულება; ტექნოლოგიური კომპანიებით დატვირთული Nasdaq-ის ინდექსის ღირებულება კი თითქმის 5%-ით შემცირდა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ბირჟების ვარდნის ყველაზე მკვეთრი მაჩვენებელია.
ზოგადი საფონდო ინდექსების გარდა, მკვეთრად შემცირდა მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების აქციების ღირებულება: Amazon-ის საბაზრო ღირებულება 7.6%-ით შემცირდა; 8.3%-ით დაეცა ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის - Tesla-ს აქციები; Facebook-ისა და Instagram-ის მშობელი კომპანიის Meta-ს აქციები 6.8%-ით შემცირდა; 4.7%-ით დაეცა Alphabet-ის (Google) აქციები; Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 5.6%-ით არის შემცირებული.
აქციების მკვეთრად ვარდნის განმაპირობებელი მთავარი მიზეზი აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდაა. საგულისხმოა, რომ FED-ის გადაწყვეტილება თავდაპირველად ტრეიდერებმა დადებითად მიიღეს და ზოგადი ინდექსები საშუალოდ 3%-ით გაიზარდა, თუმცა მომდევნო დღის სავაჭრო სესია დაღმასვლის ძლიერი ტენდენციით დაიწყო.
ინვესტორები შიშობენ, რომ ინფლაციის მოსათოკად ფედერალური რეზერვი კიდევ უფრო მეტად გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას, რაც, საბოლოო ჯამში, ნეგატიურად იმოქმედებს კაპიტალის ბაზარზე, რადგან შედარებით სპეკულაციურ აქტივებზე მოთხოვნა შემცირდება, რისკის პრემია კი გაიზრდება.
გასათვალისწინებელი ფაქტორია რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომი, ევროკავშირის მხრიდან რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების შესაძლებლობა და ჩინეთში COVID-19-ის გავრცელების ფონზე ე.წ. ლოკდაუნების დაწესება. აღნიშნული ფაქტორები მნიშვნელოვნად ზრდის მიწოდების ჯაჭვების შეზღუდვისა და საქონლის გაძვირების რისკებს.
გასულ 24 საათში დაფიქსირებული დაღმასვლის ძლიერი ტენდენციის განმაპირობებელი ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი ელექტრონული კომერციის სექტორში წარმოდგენილი კომპანიების იმედგამაცრუებელი კვარტალური შედეგების გამოქვეყნებაა.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კოვიდ-რეგულაციების გაუქმების ფონზე, შემცირდა ონლაინ-ტრანზაქციების რაოდენობა, რის გამოც მნიშვნელოვნად დაეცა ელექტრონული კომერციის სექტორში წარმოდგენილი კომპანიების აქციები: Amazon (-7%); Shopify (-15%); Etsy (-17%); Wayfair (-26%); Poshmark (-4%).
საგულისხმოა, რომ მიმდინარე სავაჭრო კვირა ჯერაც არ დასრულებულა, ინვესტორთა ნაწილი კი ფიქრობს, რომ ხუთშაბათს დაფიქსირებული ვარდნა, გარკვეულწილად, პანიკური ვაჭრობით იყო გამოწვეული და არც ზემოხსენებული კომპანიების ფუნდამენტური ფაქტორების გაუარესებით.
საინვესტიციო შესაძლებლობა:
გასულ წელს საქართველოს ბანკმა Galt&Taggart-თან თანამშრომლობით შექმნა ინვესტირების სპეციალური პლატფორმა, რომელიც მობილბანკითაა ხელმისაწვდომი და მომხმარებელს ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ათასობით კომპანიის აქციითა და ფასიანი ქაღალდით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს, ინვესტირების დაწყება კი 1 დოლარითაც არის შესაძლებელი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ