მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფონდო ბირჟებზე Walmart-ის, Target-ის, Costco-სა და Best Buy-ს აქციები მკვეთრად დაეცა

6286462e99b24
გიორგი თოლორდავა
19.05.22 22:50
2880
ამერიკულ საფონდო ბირჟებზე დაღმასვლის ძლიერი ტენდენცია მიმდინარე კვირასაც გრძელდება. გასული 24 საათი კი ბირჟებისთვის განსაკუთრებით არასახარბიელო შედეგებით დასრულდა: აშშ-ის 500 უმსხვილესი კომპანიის აქციების ინდექსი (S&P 500) 4.04%-ით შემცირდა; Dow Jones-ის ღირებულება 3.57 პროცენტითაა შემცირებული; ხოლო ტექნოლოგიური კომპანიებით დატვირთული Nasdaq-ის ინდექსის ღირებულება 4.74%-ით შემცირდა.

მოკლე პერიოდში საფონდო ბირჟებიდან, დაახლოებით, 1.5 ტრილიონი დოლარის მოცულობის კაპიტალი გაქრა, რაც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ბირჟების ვარდნის ყველაზე მკვეთრი მაჩვენებელია.

დაღმასვლის ტენდენცია გლობალური მაკროეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფაქტორების გაუარესებითაა გამოწვეული. ანალიტიკოსთა დიდი ნაწილი მიიჩვევს, რომ წელს აშშ-ის ეკონომიკა რეცესიაში გადაეშვება, რაც მკვეთრად გაზრდილი ინფლაციის დონითა და მის მოსათოკად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით იქნება განპირობებული.

გასული 24 საათი განსაკუთრებით არასახარბიელო აღმოჩნდა საცალო ვაჭრობის სექტორში წარმოდგენილი კომპანიებისთვის, რაც იმედგამაცრუებელი კვარტალური შედეგების გასაჯაროებასთანაა დაკავშირებული.

ტრანსპორტირების გაზრდილი ხარჯების, გაძვირებული პროდუქციისა და შემცირებული ზრდის ტემპის ფონზე, საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელის, Target-ის აქციების ფასი ერთ დღეში თითქმის 25%-ით დაეცა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 100 მილიარდი დოლარიდან $75 მილიარდამდე შემცირდა.

გასული დღის სავაჭრო სესია წითელ ზონაში დაასრულეს საცალო ვაჭრობის სექტორში წარმოდგენილმა სხვა კომპანიებმაც: Dollar Tree (-14.4%); Costco (-12.4%); Best Buy (-10.5%); Walmart (-6.8%).

საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla და ა.შ. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.