მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფონდო ბირჟებზე ზარალი ასობით მილიარდია

5e663b4287ab4
შოთა ტყეშელაშვილი
09.03.20 17:00
1700
9 მარტი გლობალური საფინანსო ბაზრისთვის უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დღედ ჩაიწერება. დღევანდელი დღე ბაზრებზე ნედლი ნავთობის ფასის რეკორდული - 30%-იანი ვარდნით გაიხსნა, რაც საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის ნავთობის წარმოების შეზღუდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიუღწევლობამ განაპირობა, საპასუხოდ საუდის არაბეთმა სარეალიზაციო ნავთობის ფასი დაწია, რასაც მალევე საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასის ვარდნა მოჰყვა. დროის გარკვეულ მონაკვეთში ბარელი ნავთობის ფასი $30-ზე ქვემოთაც ჩამოვიდა.

ამასთანავე, საფინანსო ბაზრებზე გაურკვევლობის ზრდას კვლავ განაპირობებს კორონავირუსის სწრაფი გავრცელება დასავლეთ ევროპასა და აზიაში, რამაც უკვე დაიწყო გავლენის მოხდენა ათიათასობით კომპანიის ღირებულებით ჯაჭვზე.

რა ხდება გლობალურ საფინანსო ბაზრებზე:

აშშ-ის წამყვანი S&P 500-ის ინდექსი 5%-ით დაეცა, Dow Jones-ის ინდექსი - 4.9%-ით, ნაზდაკის საფონდო ბირჟის კომპოზიტური ინდექსი კი, 4.8%-ით დაეცა.

ავსტრალიის S&P/ASX 200-ის ინდექსი 7.3%-ით შემცირდა, რაც 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ, ყველაზე დიდი ერთდღიანი ვარდნაა.

იაპონიის წამყვანი Nikkei 225-ის ინდექსი 5.1%-ით დაეცა, ჰონგ-კონგის ბირჟის ჰანგ-სენგის ინდექსი - 4.2%-ით, შანგჰაის კომპოზიტური ინდექსი კი, 3%-ით დაეცა.

ევროპული საფონდო ბირჟები გახსნისთანავე დაეცა, დიდი ბრიტანეთის FTSE 100 ინდექსი 8.5%-ით დაეცა, გერმანიის მთავარი DAX-ის ინდექსი 7.4%-ით დაეცა, იტალიის კი, 7.1%-ით დაეცა.

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანია BP-ის აქციების ღირებულება 20%-ით დაეცა.