მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფოსტო და საამანათო სფეროს შემოსავალი 96 მლნ ლარამდე გაიზარდა

617a54fb65482
შოთა ტყეშელაშვილი
28.10.21 12:00
736
საქსტატმა საფოსტო და საამანათო სფეროს 2020 წლის საქმიანობის მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს ამ სფეროში მოღვაწე კომპანიების შემოსავალი 95.9 მილიონი ლარი იყო, რაც 2019 წლის შედეგს 5.7 მილიონი ლარით აღემატება.

საქსტატის თანახმად, კომპანიების შემოსავლის 75%-ს საერთაშორისო საფოსტო საკურიერო მომსახურება შეადგენს, დანარჩენი კი ადგილობრივი გზავნილების მომსახურებაზე მოდის.

“საფოსტო და საკურიერო მომსახურებით დაკავებული საწარმოების მიერ 2020 წლის განმავლობაში გაგზავნილია 5,350,100 წერილობითი კორესპონდენცია და 3,389,400 ამანათი.

საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 25,6 პროცენტი წერილობით კორესპოდენციებზე, საამანათო მომსახურებაზე კი 74.4 პროცენტი მოდის,” - ნათქვამია ანგარიშში.

2020 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 4,3 ათას კაცს შეადგენდა.