მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთი ეკონომიკის დასახმარებლად 100 მლრდ ევროს გამოყოფას გეგმავს

5f50c53860593
ნათია თაქთაქიშვილი
03.09.20 15:51
860
საფრანგეთის პრემიერ მინისტრის ჟან კასტექსის განცხადებით, ქვეყნის მთავრობა ეკონომიკის დასახმარებლად 100 მილიადრი ევროს გამოყოფას გეგმავს. ამის შესახებ ინფრომაციას CNN-ი ავრცელებს.

პრემიერ მინისტრის თქმით, ეს ნაბიჯი მათ მისცემთ 160,000-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნის საშუალებას მომავალი წლის ბოლოსთვის.

როგორც პრემიერ მინისტრი აღნიშნავს, კორონავირუსით გამოწვეულმა კრიზისმა ქვეყანას 100 მილიარდ ევრომდე ოდენობის ზარალი მიაყენა.

„საფრანგეთის მთავრობა ამ თანხის ინექციას ქვეყნის ეკონომიკაში გეგმავს, რათა როგორც ეკონომიკამ ასევე ბიზნესმა აქტიურად დაიწყოს გამოცოცხლება. თუ კომპანიები ოპერირებას დროულად განაახლებენ, უმუშევრობის დონეც მნიშვნელოვნად შემცირდება“-განაცხადა საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა.