მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთი კორონავირუსის გამო დაწესებული „წითელი ზონების“ რაოდენობას ზრდის

5f47adfb56772
ნათია თაქთაქიშვილი
27.08.20 21:00
1182
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ჟან კასტექსი აცხადებს, რომ ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად „წითელი ზონების“ რაოდენობა 21-ით იზრდება. „წითელ ზონებში“ მოხვდა საფრანგეთის 2 უდიდესი ქალაქი პარიზი და მარსელი. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ჟან კასტექსი აცხადებს, რომ ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, შესაძლოა, მთავრობის ხელახალი ჩარევა გახდეს საჭირო.

ხელისუფლებას „წითელ ზონებში“ შეუძლია სავალდებულო გახადოს ნიღბის გამოყენება, როგორც ღია ასევე დახურულ სივრცეებში, ბარებსა და რესტორნებში. აღსანიშნავია, რომ ეს წესები უკვე მოქმედებს მარსელში.

კასტექსის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები ზრდას განაგრძობს. 11 მაისისთვის, როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა დამთავრდა, ვირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 1%-მდე შემცირდა. ამჟამად კი - 3.7%-ს აჭარბებს.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კორონავირუსზე ტესტირება კვირაში, დაახლოებით, 830,000 ადამიანს უტარდება, ხოლო სექტემბრიდან ტესტირების რაოდენობა, სავარაუდოდ, მილიონამდე გაიზრდება.

კასტექსი აღნიშნავს, რომ ნიღბის გამოუყენებლობის გამო ქვეყანაში, ყოველდღიურად, საშუალოდ 700 ადამიანი ჯარიმდება.