მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთი მოქალაქეებს არჩევნებში საკუთარი კალმით მისვლისკენ მოუწოდებს

5e6bae606c061
შოთა ტყეშელაშვილი
13.03.20 19:47
939
კვირას, საფრანგეთში ადგილობრი თვითმმართველობის არჩევნები არის დანიშნული. ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ეპიდემიური აფეთქების მიუხედავად, არჩევნების შეუფერხებლად ჩატარებას საფრთხე არ ემუქრება. 

New York Times-ის ინფორმაციით, ქვეყნის მთავრობამ მოქალაქეებს არჩევნებზე საკუთარი საწერი კალმებით მისვლისკენ მოუწოდა, რაც საერთო კალმის გამოყენებით ვირუსის გავრცელების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად. 

მთავრობის განცხადებით, მოქალაქეებმა არჩევნებზე ლურჯი ან შავი ფერის საწერი კალმები უნდა იქონიონ. 

კიდევ ერთ რეკომენდაციას მოქალაქეთა შორის საარჩევნო რიგებში ერთმეტრიანი დისტანციის შენარჩუნება და მოქალაქეთა მიერ ხმის მიცემის შემდეგ სადეზინფექციო ხელსახოცების გამოყენებაა. 

WHO-ს მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 2,876 და გარდაცვალების 61 შემთხვევა არის აღრიცხული.