მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთი ნიღბებისა და ვენტილატორების შესაძენად 4 მილიარდ ევროს გამოყოფს

5e833fdd030bf
ნათია თაქთაქიშვილი
31.03.20 17:18
951
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პირობა დადო, რომ მთავრობა 4 მილიარდი ევროს ფინანსურ რესურსს გამოყოფს ჯანდაცვის სააგენტოსთვის ნიღბებისა და ვენტილიტორების შესაძენად. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

საფრანგეთის პრეზიდენტი, ასევე, მოლაპარაკებებს აწარმოებს Saint Barthélemy d’Anjou-ის ქარხანასთან ნიღბების წარმოებასთან დაკავშირებით.

„ჩვენი პრიორიტეტია, რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი წარმოების ნიღბები გვქონდეს და ჩვენი მიზანია, რომ ქვეყანამ მიაღწიოს სრულ დამოუკიდებლობას ამ წლის ბოლომდე“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

თუკი საფრანგეთი ნიღბების წარმოებას დაიწყებს, ქვეყანა მათ რაოდენობას აპრილის ბოლომდე 3.3 მილიონიდან 15 მილიონამდე გაზრდის. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთმა უკვე შეიძინა 1 მილიარდი ნიღაბი ჩინეთისგან.

31 მარტის მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 44,550 დადასტურებული შემთხვევა იქნა გამოვლენილი, გარდაიცვალა 3,024 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 7,927 ინფიცირებული.