მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთი პანდემიამდელ ეკონომიკურ დონეს 2022 წლის შუა პერიოდში დაუბრუნდება

60754453de116
თათია კაკიაშვილი
13.04.21 20:20
508
საფრანგეთი პანდემიამდელ ეკონომიკურ დონეს 2022 წლის შუა პერიოდში დაუბრუნდება. ამის შესახებ „როიტერსი“ საფრანგეთის ეროვნული ბანკის მმართველის ფრანსუა ვილრუა დე გალოს განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

”ჩვენ თანდათან დავბრუნდებით იმ სიმაღლეზე, რომელიც COVID 19-მდე გვქონდა”, - განაცხადა მან.

ამასთან, როგორც საფრანგეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა აღნიშნა, იმის მიუხედავად, რომ 2022 წლის შუა პერიოდში ეკონომიკის პანდემიამდელ დონეზე დაბრუნებას ელიან, 2021 წლის განმავლობაში ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-ს არ ასცდება. ხოლო თუკი ქვეყანაში COVID-19 შეზღუდვები გაგრძელდება, მაშინ წელს საფრანგეთის ეკონომიკა მოსალოდნელზე გაცილებით ნაკლები პროცენტული მაჩვენებლით მოიმატებს.

ცნობისთვის, ამჟამად ქვეყანაში მკაცრი კოვიდ-რეგულაციები მოქმედებს. საფრანგეთში ამდრომდე კოვიდ-ინფიცირების 5 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს 99 000-ზე მეტი პაციენტი ემსხვერპლა.