მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთი საქართველოს ხელისუფლებას ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ მოუწოდებს

640975962a61f
თამთა ჯიჯავაძე
09.03.23 09:55
572
საფრანგეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ევროკავშირის ღირებულებებს. შესაბამის განცხადებას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“საფრანგეთი, როგორც ევროკავშირი, იმეორებს საქართველოს პარლამენტის მიერ გუშინ “უცხოური აგენტების” შესახებ პირველ მოსმენაში მიღებული კანონპროექტის მიერ გამოწვეულ ღრმა შეშფოთებას. ეს ინიციატივა ხელს უწყობს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დისკრედიტაციას და მძიმე დარტყმას აყენებს ქართულ დემოკრატიას. ის ეწინააღმდეგება ევროპული პერსპექტივისადმი საქართველოს მოსახლეობის ფართო მხარდაჭერას.

18 თებერვალს მიუნხენში ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დროს საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ კანონის უზენაესობის კონსოლიდაციის მცდელობების გაგრძელებისკენ მოუწოდა, რაც აუცილებელია საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაახლოებისთვის. საფრანგეთი მზადაა დაეხმაროს საქართველოს ამ გზაზე.

საფრანგეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ევროკავშირის ღირებულებებს, კერძოდ, მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლებას. ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება, განსაკუთრებით მართლმსაჯულებისა და პრესის თავისუფლების სფეროში, არსებითია საქართველოს ევროპული პერსპექტივის რეალიზაციისთვის”