მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთი უკრაინას 300 მლნ ევროთი დაეხმარება - მაკრონი

62188e1b5a4cd
მარიამ ვარადაშვილი
25.02.22 12:06
1102
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინას 300 მლნ ევროთი დაეხმარებიან; ამას გარდა დახმარება იქნება სამხედრო აღჭურვის კუთხითაც.

ინფორმაციას  DW ავრცელებს.

გამოცემის ცნობითვე, საფრანგეთის პრეზიდენტი რუსეთის ფედერაციის ლიდერს ტელეფონით ესაუბრა. მისი თქმით, ევროკავშირის სანქციებთან ერთად რუსეთს სანქციებს საფრანგეთიც დაუწესებს.

24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ამ ეტაპზე კრემლი უკრაინის წანააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.