საფრანგეთის ცხრა ქალაქში ე.წ კომენდანტის საათი ამოქმედდება. BBC-ის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა. მისი თქმით, მოქალაქეები პარიზსა და კიდევ რვა ქალაქში საღამოს 21:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე უნდა დარჩნენ სახლში, რათა კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი ზრდის პრევენცია მოხდეს. საუბარია დედაქალაქის გარდა, ქალაქ მარსელზე, ლიონზე, ტულუზაზე, გრენობლზე, ლილზე, სენტ-ეტიენზე, რუანსა და მონპელიეზე.
კომენდანტის საათი შაბათიდან ამოქმედდება და გასტანს სულ მცირე ოთხ კვირას.
გარდა ამისა, მაკრონმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაც გამოაცხადა.
ცნობისთვის, საფრანგეთში მხოლოდ ოთხშაბათს კოვიდ-ინფიცირების 22 951 შემთხვევა დაფიქსირდა.
საფრანგეთის მსგავსად, გარკვეულ შემზღუდველ ზომებს აწესებენ სხვა ევროპული ქვეყნებიც. მაგალითად ნიდერლანდებში 22:00 საათიდან კაფეები და რესტორნები იხურება. ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, კატალონიაში კი ბარები და რესტორნები იხურება 15 დღით. ჩეხეთში დაიხურა სკოლები და ბარები. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი კვირის მანძილზე ჩეხეთში დღიური ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება მთელ ევროპაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის