11.თებერვალი.2019 14:54
ეკონომიკა, საფინანსო სექტორი

საფრანგეთის ელჩი: “TBC ბანკის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები უცნაურია, ნამდვილად“

საფრანგეთის ელჩი:  “TBC ბანკის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები უცნაურია, ნამდვილად“
საქართველოში საფრანგეთის ელჩის პასკალ მენიეს განცხადებით, „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები გარკვეულ კითხვებს ბადებს.

ამის შესახებ ფრანგმა დიმპლომატმა bm.ge-ის განუცხადა და დასძინა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში სამართლიანობასთან დაკავშირებით, საქართველოდან უარყოფითი სიგნალები მოდის.

„თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები უცნაურია, ნამდვილად. ასეთი რამ ჩემთვის წარსულთან ასოცირდება. ეს ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზეა დალისტული და მას ასევე უცხოელი აქციონერები ჰყავს; ამ ბანკის მიმართ მენეჯმენტის კუთხით ყველაფერი წესრიგშია. შესაძლოა, რაიმე არასწორი მომხდარიყო 10 წელზე მეტი ხნის წინ, თუმცა ჩვენთვის გაუგებარია, რატომ მოხდა ამ საკითხით დაინტერესება ახლა, ამდენი ხნის შემდეგ და არა - მანამდე“, - განაცხადა ელჩმა.

პასკალ მენიეს თქმითვე, თუ ეროვნული ბანკისგან სანქციებს პროპორციული სახე არ ექნება, ეს შექმნის შთაბეჭდილებას, რომ პროცესები პოლიტიკურადაა მოტივირებული.
საფრანგეთის ელჩის შეფასებით, ამ ეტაპზე ზემოაღნიშნულ მოვლენებს საინვესტიციო გარემოზე გავლენა არ ჰქონია, თუმცა თუ ეროვნული ბანკის მიერ „თიბისი ბანკის“ მიმართ არაპროპორციულ სანქციებს ექნება ადგილი, საქართველოს ეკონომიკურ გარემოზე უარყოფითად აისახება.

ცნობისთვის: პროკურატურის ოფიციალური ვერსიით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის აპრილში და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M”-მა, ,,თიბისი ბანკი“-სგან, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც ,,თიბისი ბანკმა“ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს. 2008 წლის ბოლოს, თიბისი ბანკმა, აღნიშნული სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას.

„საგულისხმოა, რომ „სამგორი თრეიდს“ და შპს „სამგორი M”-ს სესხები ისე ჩამოიწერა, რომ ამ კომპანიებს სესხის მომსახურებისთვის თანხა საერთოდ არ გაუღიათ და აღნიშნული სესხები ბანკს დღემდე არ დაბრუნებია. გარდა ამისა, დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ასევე არ გაუსტუმრებიათ შპს „სამგორი თრეიდისა“ და შპს „სამგორი M” - ს, ვალი.

გამოძიების ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოიკითხნენ ფაქტთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის გამოკითხულია მამუკა ხაზარაძეც. გამოძიების ამ ეტაპზე, შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების სრულყოფილად შესწავლისთვის, აუცილებელია დამატებითი დოკუმენტაციის და ინფორმაციის მოპოვება და შესწავლა, რისთვისაც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 4 იანვარს შუამდგომლობებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სს ,,თიბისი ბანკი“-დან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული შუამდგომლობები შესასრულებლად ჩაბარდა სს ,,თიბისი ბანკს“. საქმეზე საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გენერალური პროკურატურა საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას გამოძიების შესახებ", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ავტორი: ელენე ჩომახიძე

24.აპრილი.2019 21:10
46

„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მწვანე პრინციპებზე დაფუძნებულ ეკონომიკურ ზრდას“

ვრცლად
24.აპრილი.2019 20:43
85

„დაკრედიტების შენელება მნიშვნელოვანი რისკია, თუმცა ძლიერი ფისკალური სტიმულია მოსალოდნელი“

ვრცლად
24.აპრილი.2019 20:19
162

TBC ბანკის ეკონომისტი: თუ დაკრედიტების ზრდა 10%-ს ჩამოსცდა, სებ-ი რეგულაციებს ალბათ გადახედავს

ვრცლად
24.აპრილი.2019 19:35
104

სებ-ი საბანკო რეგულაციების ეფექტზე: „მონაცემების დინამიკა მოლოდინებთან სრულად შესაბამისია“

ვრცლად
24.აპრილი.2019 19:19
73

კობა გვენეტაძე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა

ვრცლად
24.აპრილი.2019 18:40
457

"ყაზახეთიდან რკინიგზით ხორბლის შემოტანა 50 გადამზიდი კომპანიის გაჩერებას გამოიწვევს"

ვრცლად