მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთის მთავრობა მედპერსონალს ხელფასებს უზრდის

5f0d7456c5435
ნათია თაქთაქიშვილი
14.07.20 20:41
1042
საფრანგეთის მთავრობამ მედპერსონალის ხელფასების გაზრდის მიზნით ჯამში 8 მილიარდი ევრო გამოყო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც მედია გამოცემა აღნიშნავს, თითოეულ სამედიცინო სფეროში მომუშავე პირს ხელფასი თვეში დაახლოებით 183 ევროთი გაეზრდება.

საფრანგეთის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიის დროს მედპერსონალის მიერ გაწეული შრომის საფუძველზე მიიღო.

აღსანიშნავია, რომ სანამ მთავრობა ამ გადაწყვეტილებამდე მივიდოდა, ქვეყანაში რამდენიმეჯერ გაიმართა მედპერსონლთა გამოსვლები, რომლებიც მთავრობას ხელფასების ზრდისა და საავადმყოფოების უკეთესი დაფინანსებისკენ მოუწოდებდნენ.

ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში ჯამურად კორონავირუსით ინფიცირების 200 000 შემთხვევა იქნა გამოვლენილი. გარდაიცვალა 30 000 ინფიცირებული. საფრანგეთი კორონავირუსისგან ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა ევროპაში.