მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთის მთავრობა მიუსაფართათვის 15 მლნ ევროს გამოყოფს

5e84649627c37
ნათია თაქთაქიშვილი
01.04.20 23:00
792
საფრანგეთის მთავრობა მიუსაფართათვის 15 მილიონ ევროს გამოყოფს, კუთვნილი თანხა მათ ვაუჩერების სახით გადაეცემათ. აღნიშნული თანხის გამოყოფა კორონავირუსის ეპიდემიის დაძლევის პროგრამის ფარგლებში მოხდება. ამის შესახებ СNN-ი წერს.

„ეს ვაუჩერები რაღაცით წააგავს საკვების ვაუჩერს. განკუთვნილია იმ პირებისთვის, ვისაც არსებობისთვის ელემენტარული წყაროც კი არ გააჩნიათ. საფრანგეთს დაახლოებით 60,000 ასეთი ბენეფიციარი ჰყავს და მიუსაფართა ნახევარზე მეტი პარიზზე მოდის“, - განაცხადა საფრანგეთის განსახლების მინისტრმა ჯულიენ დენორმანდიმ.

როგორც მან აღნიშნა, მთავრობა ერთ სოციალურად დაუცველ მოსახლეზე დღეში 7.68 აშშ დოლარს გამოყოფს, რითაც ისინი შეძლებენ შეიძინონ პირველადი მოხმარების საგნები და საკვები.

მას შემდეგ რაც საფრანგეთში კარანტინი გამოცხადდა, მთავრობამ უმწეოთათვის დაახლოებით 5,500 სასტუმროს ნომერი გამოყო.