03.მარტი .2020 00:13

საფრანგეთის მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს მისალმებისას ერთმანეთი არ გადაკოცნონ

views 420
უკან

საფრანგეთის მთავრობა მოქალაქეებს ურჩევს შეწყვიტონ ერთმანეთს ლოყაზე კოცნა ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა გააფრთხილა მოსახლეობა, რომ შეწყვიტონ ტრადიციული მისალმება, რაც ლოყაზე გადაკოცნას გულისხმობს. ინფორმაციას Business Insider-ი ავრცელებს.

„გირჩევთ ფიზიკური კომუნიკაციის შემცირებას. ეს გულისხმობს გადაკოცნასაც. ვირუსი ცირკულირებს ჩვენს ტერიტორიაზე და ჩვენ მისი გავრცელება უნდა შევანელოთ“, - განაცხადა მინისტრმა.

საფრანგეთის მთავრობამ ასევე ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად 5 000-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა აკრძალა, რაც დროებითი ზომაა. აკრძალვის გამო უკვე გაუქმდა პარიზის მარათონი, რომელიც კვირას უნდა გამართულიყო. ამასთან, დროებით დაიხურა ლუვრის მუზეუმი.
 
შეგახსენებთ, საფრანგეთში ახალი კორონავირუსის 73 შემთხვევაა დაფიქსირებული, ვირუსისგან ორი ადამიანი დაიღუპა.