06.მარტი .2020 12:38

საფრანგეთის პარლამენტის დეპუტატი კორონავირუსით დაინფიცირდა

views 198
უკან

როგორც Reuters-ი წერს, საფრანგთის პარლამენტის დეპუტატი ჟან-ლუკ რეიცერი COVID-19-ით დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პარლამენტის თავმჯდომარე რიშარ ფერანი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, 68 წლის პარლამენტარი ჰოსპიტალიზებულია და მისი მდგომარეობა მძიმეა. კორონავირუსით ასევე დაინფიცირებულია საფრანგეთის პარლამენტის სასადილოს ერთი თანამშრომელი.

ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 423 შემთხვევა დადასტურდა. 7 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 12 - გამოჯანმრთელდა.