მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით უკრაინისთვის €100 მილიონიანი სპეციალური ფონდი შეიქმნება - Reuters

63407b4565abe
ალა ისპირიანი
07.10.22 23:15
1215
Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინისთვის სპეციალური ფონდი შეიქმნება, რისთვისაც დასაწყისისთვის 100 მილიონი ევრო გამოიყოფა.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილების ინიციატორი საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონია.

როგორც მაკრონი ამბობს, აღნიშნული თანხით უკრაინას შესაძლებლობა ექნება, პირდაპირ ევროპელი მწარმოებლებისგან საჭირო აღჭურვილობა შეიძინოს.