მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთის პრეზიდენტს COVID-19 დაუდასტურდა

5fdb3348690be
ნათია თაქთაქიშვილი
17.12.20 14:53
784
საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, მაკრონს კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა PCR ტესტის საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტს ტესტი ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენისთანავე ჩაუტარდა.

საფრანგეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

გავრცელებული ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი მომდევნო 7 დღის განმავლობაში იზოლაციაში იქნება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს.