მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთმა და ჩინეთმა $15 მლრდ-ის სავაჭრო კონტრაქტი გააფორმეს

5dc2ac7d19dc4
მიხეილ ხაჩიძე
06.11.19 20:00
1007
საფრანგეთი და ჩინეთი 15 მილიარდი დოლარის ღირებულების სავაჭრო კონტრაქტზე შეთანხმდნენ. როგორც ევროპული მედია წერს, მხარეებს შორის გარიგება საფრანგეთის პრეზიდენტის პეკინში ვიზიტისას შედგა. 


ფრანგული გამოცემების ცნობით, კონტრაქტი აერონავტიკის, ენერგიის და სოფლის მეურნეობის სფეროებში ვაჭრობას ითვალისწინებს. ამასთან, 20-მა ფრანგულმა კომპანიამ ჩინეთში ფრინველის, საქონლისა და ღორის ხორცის ექსპორტზე უფლება მიიღო.


როგორც სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა სი ძინპინმა განაცხადა, ამ ნაბიჯით, ორმა ქვეყანამ მსოფლიოს მძლავრი სიგნალი გაუგზავნა, რომ მტკიცედ დაიცვან მულტილატერალიზმი და თავისუფალი ვაჭრობა.


საფრანგეთის პრეზიდენტი ჩინეთში 30-კაციანი ბიზნესდელეგაციით იმყოფებოდა.