14.მაისი .2020 22:50

საფრანგეთმა ინტერნეტში შეურაცხმყოფელი პოსტების აკრძალვის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

views 334
უკან

საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმად, სოციალურმა მედიამ შეურაცხმყოფელი პოსტები ერთ საათის განმავლობაში უნდა ამოიღონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ჯარიმის სახით 1,25 მილიონი ევროს გადახდა ემუქრებათ. ამის შესახებ ინფორმაციას მედია გამოცემა CNN-ი ავრცელებს.

ახალი რეგულაციის მიხედვით, ინტერნეტ პლატფორმებმა და საძიებო სისტემებმა უნდა წაშალონ მასალა, რომელიც სიძულვილის გაღვივებას ან ძალადობას, რასიზმს და რელიგიური ფანატიზმის გავრცელებს უწყობს ხელს.

ამასთან, კანონი ინტერნეტ პლატფორმებს ავალდებულებს, ტერორისტული პროპაგანდისა და ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემცველი მასალა ერთ საათში წაშალონ.

„კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინის დროს სიძულვილის ენა ინტერნეტში უფრო ფართოდ გავრცელდა. ჩვენ ვერ დავეყრდნობით ინტერნეტ პლატფორმების კეთილ ნებას“, – განაცხადა პარლამენტში გამოსვლისას საფრანგეთის ციფრული საკითხების მინისტრმა.

კონსერვატორი „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დეპუტატების ნაწილი აცხადებს, რომ კანონი სიტყვის თავისუფლებას საფრთხეს შეუქმნის და მის გასაჩივრებას საკონსტიტუციო საბჭოში გეგმავს.

აღნიშნული კანონპროექტი საფრანგეთის პარლამენტში ჯერ კიდევ შარშან დაარეგისტრირეს. მას შემდეგ პროექტში ცვლილებები რამდენჯერმე შევიდა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი კანონი უკვე მოქმედებს გერმანიაში.