მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთმა Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა

5fe5990767702
BM.GE
25.12.20 12:00
810
საფრანგეთის მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანომ კომპანია Pfizer/BioNTech-ის კოვიდ-ვაქცინას ავტორიზაცია მისცა, შესაბამისად პრეპარატის გამოყენება ოფიციალურად ნებადართულია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება შესაძლებელია 16 წლის და 16 წელს ზემოთ პირებისათვის.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის ოლივერ ვერანის განცხადებით, თავდაპირველად ვაქცინას ექიმები და ხანდაზმულები გაიკეთებენ. საფრანგეთში ვაქცინაციის კამპანია სავარაუდოდ, კვირას დაიწყება.

საფრანგეთში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსის 2 562 615 დადასატურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 62 098 ადამიანი.