მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთში 3,000-მდე აუცრელი სამედიცინო პერსონალი სამსახურიდან გაათავისუფლეს

614b302436574
ნათია თაქთაქიშვილი
23.09.21 00:10
1358
საფრანგეთში 3,000-მდე აუცრელი სამედიცინო პერსონალი სამსახურიდან გაათავისუფლეს. თუმცა როგორც საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი ოლივერ ვერანი აცხადებს, „ეს დროებითი მოვლენაა და მათი სურვილია ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს კანონის უზენაესობა დაუმტკიცონ“. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ოლივერ ვერანის თქმით, სამედიცინო პერსონალი როდესაც ნახავს, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები რეალურია, მათი უმეტესობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებას დასთანხმდება.

გამოცემა წერს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შესაბამისი განკარგულება 12 ივლისს გასცა, რომლის მიხედვითაც სამედიცინო პერსონალი ერთი დოზა ვაქცინით მაინც უნდა აცრილიყო 15 სექტემბრამდე.

BBC-ის ცნობით, სავალდებულო ვაქცინაცია ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 2.7 მილიონ ჯანდაცვის მუშაკს შეეხება.