მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთში Apple-ი $1.2 მილიარდით დააჯარიმა

5e7081178fac7
ნათია თაქთაქიშვილი
17.03.20 20:00
932
ფრანგმა მარეგულირებელმა Apple-ი 1.2 მილიარდი დოლარით (1.1 მილიარდი ევრო) დააჯარიმა. კომპანიას ბრალად ედება ფასების უკანონო დადგენა. ამის შესახებ ინფომაციას Reuters-ი ავრცელებს.

საფრანგეთის კონკურენციის სამსახურში განაცხადეს, რომ Apple-მა გადამყიდველებთან შეთანხმება დადო, რაც გულისხმობდა იმას, რომ გადამყიდველები ვერ შეძლებდნენ პროდუქტებზე ფასდაკლებას, რაც მომხმარებელს ზიანს აყენებს.

Reuters-ი წერს, რომ ეს ფრანგული მარეგულირებლების მიერ დაწესებული ყველაზე დიდი ჯარიმაა. ასევე, დაჯარიმდნენ Apple-ის პრემიუმ გადამყიდველები, Tech Data და Ingram Micro, შესაბამისად, 76 მილიონი და 63 მილიონი ევროთი.

Apple-ში აცხადებენ, რომ კომპანია საფრანგეთის მარეგულირებლების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.