მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთში აუცრელი მოქალაქეებისთვის covid-ტესტის ჩატარება ფასიანი ხდება

61698021b25e4
ნათია თაქთაქიშვილი
15.10.21 18:07
634
საფრანგეთში აუცრელი, ზრდასრული მოქალაქეებისთვის კორონავირუსის გამოსავლენი ტესტის ჩატარება ფასიანი გახდება. ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ტესტის ღირებულება 22-დან 45 ევრომდე მერყეობს.

საფრანგეთში ტურისტული ადგილების მოსანახულებლად, ასევე მატარებლებსა და თვითმფრინავებში აუცილებელია covid-პასპორტის ან PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.

აღსანიშნია, რომ ქვეყანაში მოსახლეობის 74% სრულად ვაქცინირებულია.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, საფრანგეთში ვირუსის 7 074 276 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი; დაღუპულია 117 211 ადამიანი.