მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთში ბოლო 24 საათში 1 120 ინფიცირებული დაიღუპა – კორონავირუსის უახლესი მონაცემები

5e87927c4bca8
თამთა ჯიჯავაძე
04.04.20 00:00
1363
საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაინფიცირებული 1 120 ადამიანი დაიღუპა, საერთო ჯამში კი, ქვეყანაში 6 507 ადამიანი გარდაიცვალა. რაც შეეხება დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობას, საფრანგეთში ეს მაჩვენებელი 64 000–ს აჭარბებს.

რაც შეეხება იტალიას, ამ ქვეყანაში დღეს 766 ადამიანი დაიღუპა, ჯამში 14 681–ს აღწევს დაღუპულთა რაოდენობა, ხოლო დაინფიცირებულია ჯამში 119 827 ადამიანი.

აშშ–ში მხოლოდ დღეს დაინფიცირების 21 873 შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში კი 266 750 ადამიანია დაინფიცირებული, ხოლო დაღუპულია ჯამში 6 803. ესპანეთში კი დაინფიცირების 117 710 შემთხვევაა, ხოლო დაღუპულია ჯამში 10 900–ზე მეტი ადამიანი.

მსოფლიოში დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა უკვე 1 084 015–ია, დაღუპულია 58 155, ხოლო გამოჯანმრთელებულია 227 750.