08.აპრილი .2020 00:12

საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 417 ადამიანი გარდაიცვალა

views 599
უკან

საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 417 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში ინფექციის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 10 000–ს გადააჭარბა.

როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება, ამჟამად 30 000–ზე მეტი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია, მათ შორის 7 000–ზე მეტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში დაინფიცირების სულ 109 069 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის ბოლო 24 საათში დაინფიცირების 11 059 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.