მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთში ცალკეულ სამუშაო სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება

5f3be2ff45af3
თამთა ჯიჯავაძე
18.08.20 18:14
934
საფრანგეთში საერთო და დახურულ სამუშაო სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება. BBC-ის ცნობით, შრომის მინისტრი ელიზაბეთ ბორნი ამბობს, რომ გადაწყვეტილება პროფკავშირებთან დისკუსიების შემდეგ მიიღეს.

რეგულაცია 1 სექტემბრიდან შევა ძალაში და ის შეეხება დახურულ სამუშაო ადგილებს, სადაც ბევრ ადამიანს უწევს ერთად ყოფნა. თუმცა, იქნება გამონაკლისებიც.

შეგახსენებთ, საფრანგეთში ამ დრომდე კორონავირუსის 219,029 დადასტურებული შემთხვევაა. დაიღუპა 30,429 ადამიანი. ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევების მატების გამო რამდენიმე დღის წინ პარიზი ე.წ წითელ ზონად გამოაცხადეს.