მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთში ჩამსვლელთათვის PCR ტესტის პასუხის წარდგენა სავალდებულო იქნება

600ab391af21b
ნათია თაქთაქიშვილი
23.01.21 00:30
1095
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან საფრანგეთში ჩამსვლელი ტურისტებისათვის კორონავირუსზე PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა სავალდებულო იქნება. ამის შესახებ ინფრომაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, საფრანგეთში შესვლის მსურველებმა COVID-19-ზე ტესტი გამგზავრებამდე არაუგვიანეს 72 საათისა უნდა გაიკეთონ.

ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საფრანგეთში კორონავირუსით სამ მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. პანდემიამ 72 ათასზე მეტი პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსის გავრცელების კუთხით, საფრანგეთი მსოფლიო ქვეყნების ათეულშია.