მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთში დაეშვა საევაკუაციო ხომალდი, რომელზეც საქართველოს ორი მოქალაქე იყო

5e36f9636fb5b
BM.GE
02.02.20 20:11
1155
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ორი მოქალაქის ევაკუაცია ჩინეთის ქალაქ უხანიდან საფრანგეთმა განახორციელა. 

თვითმფრინავი, რომელზეც ქართველები იმყოფებოდნენ უკვე საფრანგეთში დაეშვა. 

გუშინ საღამოს ანკარაში დაეშვა თურქული სამხედრო ხომალდი, რომლის ბორტზეც საქართველოს სამი მოქალაქე იმყოფებოდა. თურქეთში საქართველოს ელჩის გიორგი ჯანჯღავას განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, მათ კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ. 

ევაკუირებულ მოქალაქეებს კარანტინის ზონაში 14 დღის განმავლობაში მოათავსებენ, რადგან ვირუსის საინკუბაციო პერიოდი სწორედ 14 დღის განმავლობაში გრძელდება. 

2020 წლის ორი თებერვლის მდგომარეობით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 14,300-ია, ვირუსის მსხვერპლთა რიცხვი კი 305-ს აჭარბებს. ვირუსი მსოფლიოს 25 ქვეყანაში გავრცელდა, თუმცა მისი მთავარი ეპიცენტრი კვლავ ცენტრალური ჩინეთი და ქალაქი უხანია.