მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთში ძიძები გაიფიცნენ - 318,000 აღმზრდელი სამსახურში არ გამოცხადდა

5dd40d1050ee8
მიხეილ ხაჩიძე
19.11.19 20:10
948

საფრანგეთში ძიძები გაიფიცნენ. ქვეყნის მასშტაბით 318,000-მა აღმზრდელმა სამსახურში წასვლაზე დღეს უარი განაცხადა. საპროტესტო აქცია პროფკავშირების ორგანიზებით შედგა. სფეროში დასაქმებულები ქვეყნის ხელისუფლების მიერ მიღებულ ახალ კანონპროექტის აპროტესტებენ, რომელიც ძალაში 2020 წელს შედის.


საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, სახელმწიფო, ძიძების და მშობლების ურთიერთობის გამარტივების მიზნით, ძიძების კონტროლის ამკაცრებს. კერძოდ, რეგულაციის მიხედვით, მომვლელები ვალდებულები იქნებიან, თავიანთი საკონტაქტო ინფორმაცია - მისამართები, მომსახურების ფასები, სამუშაო განრიგი და სხვა პირადი ინფორმაცია სპეციალურ ვებ გვერდზე გამოაქვეყნონ.


ვებ-გვერდი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, და მონაცემების ნახვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. მთავრობაში მიაჩნიათ, რომ ამ გზით მშობლების უკეთესი ინფორმირება მოხდება. ძიძები კი მიიჩნევენ, რომ კანონი "პოლიციური კონტროლია’’ და მათ პირადი მონაცემების გასაჯაროება არ სურთ.