მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთში ე.წ შავი პარასკევთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები გაიმართა

5de16e797283f
BM.GE
29.11.19 23:41
1378
ე.წ შავ პარასკევთან დაკავშირებით საფრანგეთში აქტივისტებმა მასშტაბური საპროტესტო აქციები გამართეს. დემონსტრანტები კომპანია Amazon-ის წინააღმდეგ გამოვიდნენ და მისი გარემოზე უარყოფითი გავლენა გააპროტესტეს.

კერძოდ, ქალაქ კლიშში ათობით დემონსტრანტი Amazon-ის ოფისთან შეიკრიბა. მათ ასევე სცადეს პარიზში მდებარე სავაჭრო ცენტრის და ქალაქ ლიონთან მდებარე ლოგისტიკური ცენტრის შესასვლელის ბლოკირება. აქტივისტების მიზანს ე.წ შავ პარასკევთან დაკავშირებით ფასდაკლებებით ვაჭრობისთვის ხელის შეშლა წარმოადგენდა. ვინაიდან ისინი აცხადებენ, რომ დიდი რაოდენობით ტანსაცმლის და სხვა პროდუქციის გაყიდვა გარემოზე ნეგატიურად აისახება.

აღსანიშნავია, რომ Amazon-ის წინააღმდეგ მსგავსი საპროტესტო აქციები ე.წ შავ პარასკევს ევროპის სხვა ქვეყნებშიც გაიმართა, მათ შორის გერმანიაშიც.