მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთში მამრობითი სქესის წიწილების განადგურება 2021 წელს აიკრძალება

5e329c37d7979
ნათია თაქთაქიშვილი
30.01.20 21:00
1957
საფრანგეთი ფრინველის და კვერცხის მწარმოებლებს აუკრძალავს გაანადგურონ არასასურველი მამრობითი სქესის წიწილები. აკრძალვა ცხოველების კეთილდღეობის რეფორმის ნაწილია და აქტიური 2021 წლის ბოლოდან გახდება. ამის შესახებ BBC-ი წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, 7 მილიარდამდე მამრობითი სქესის წიწილი ნაგურდება ყოველ წელს სპეციალური დამანაწევრებელი დანადგარებით ან გაზით.

როგორც საფრანგეთის მთავრობა აცხადებს, აღნიშნული დანადგარების გამოყენების აუცილებლობა აღარ იარსებებს, რადგან ისინი შეიმუშავებენ ალტენატიულ მეთოდს, როგორიც არის ემბრიონში წიწილის სქესის დადგენა. მას შემდეგ რაც სქესის იდენტიფიცირება მოხდება, აღარ იქნება საჭირო მათ გასანადგურებლად სასტიკი მეთოდების გამოყენება.

ასევე 2021 წლის ბოლოდან საფრანგეთში აიკრძალება გოჭების კასტრაცია ანესთეზიის გარეშე.

ცხოველების დამცველი საზოგადოების წევრები მიესალმებიან საფრანგეთის ინიციატივას და აცხადებენ, რომ ეს არის საფრანგეთის მთავრობის მიერ გადადგული სწორი ნაბიჯი.