მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთში მედპერსონალს 1,500 ევროს ოდენობის პრემიებს გადაუხდიან

5e983762bda3c
ნათია თაქთაქიშვილი
16.04.20 22:40
1049
საფრანგეთში სამედიცინო პერსონალს, რომელიც COVID-19-ის წინააღმდეგ რამდენიმე თვეა იბრძვის, პრემიის სახით 500-დან 1500-მდე ევროს გადაუხდიან. ამის შესახებ ინფორმაციას france24.com-ი ავრცელებს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ედუარ ფილიპმა განაცხადა, რომ ექიმები ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოსთვის, სტანდარტული ანაზღაურების ნაცვლად, 50 პროცენტით მეტ თანხას მიიღებენ.

ამასთან, ფილიპმა აღნიშნა, რომ საფრანგეთმა გაზარდა ფინანსური დახმარების პაკეტი და 110 მილიარდი ევრო შეადგინა. ეს დახმარება განკუთვნილი იქნება იმ ბიზნესებისთვის და კომპანიის თანამშრომლებისთვის, ვინც ყველაზე მეტად დაზარალდნენ პანდემიის გამო.

24 მილიარდი მიიმართება უსამსახუროდ დარჩენილ პირებზე, ასევე 8 მილიარდი ევრო ნიღბებზე და სამედიცინო მოწყობილებებზე.

ამას გარდა, საფრანგეთში 150 ევროს ოდენობით დახმარებას მიიღებენ ის ოჯახები, რომელთაც საარსებო მინიმუმზე დაბალი შემოსავალი აქვთ.