მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთში მეორე ტური იქნება: მაკრონი - 27.4%, ლე პენი - 24%

6253d99c4e717
შოთა ტყეშელაშვილი
11.04.22 11:37
792
24 აპრილს, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. პირველი ტურის შედეგები 96%-ით დათვლილია, რომლის მიხედვით, ემანუელ მაკრონმა ხმების 27,41% დააგროვა, ლე პენმა კი 24,03%, ხოლო მესამე ადგილზე გასულმა კანდიდატმა ჟან-ლუკ მელონშონმა კი - 22%. 

Ifop-ის წინასწარი გამოკითხვების შედეგად, მეორე ტურში მაკრონი 51%-ს, ხოლო ლე პენი 49%-ს მიიღებს.

ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტს 2017 წლიდან იკავებს. მისი მეტოქე მარინ ლე პენია, რომელიც წლების განმავლობაში ულტრამემარჯვენე და ანტიმიგრაციული გზავნილებით გამოირჩეოდა. ლე პენი საპრეზიდენტო არჩევნებში მესამედ იღებს მონაწილეობას.