მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთში მკაცრი შეზღუდვები 11 მაისამდე გახანგრძლივდა

5e94b2dc8df04
თამთა ჯიჯავაძე
13.04.20 22:42
1565
საფრანგეთში მკაცრი შეზღუდვები 11 მაისამდე გახანგრძლივდა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ცოტა ხნის წინ ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა. მისი თქმით, საფრანგეთი არ იყო საკმარისად მზად პანდემიისთვის.

„ჩვენ გვქონდა დამცავი ტანსაცმლის, ხსნარების, პირბადეების ნაკლებობა, როგორც სხვა ქვეყნებს. ჩვენ რთული გადაწყვეტილებები მივიღეთ“, – განაცხადა მაკრონმა.

აღსანიშნავია, რომ მაკრონის თქმით, საფრანგეთში სკოლები შესაძლოა 11 მაისს უკვე გაიხსნას.