მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთში პირველი "მცურავი მზის ელექტროსადგური’’ გაიხსნა

5daeb0eaee5e0
მიხეილ ხაჩიძე
23.10.19 00:31
1418

საფრანგეთში პირველი "მცურავი მზის ელექტროსადგური" გაიხსნა. ინფორმაციას ფრანგული გაზეთი Le Parisien ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ათობით ათასი ფოტოვიოლტონური პანელი ხელოვნურ ტბაზე, ქალაქ პიოლენკთან ახლოს დამონტაჟდა.

სადგურმა მუშაობა  ოფიციალურად 2 დღის წინ დაიწყო. გახსნის ოფიციალურ ღონისძიებას საფრანგეთის ეკოლოგიის მინისტრი და სხვა მაღალჩინოსნები დაესწრნენ. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ქარხანას 100% განახლებადი ენერგიის წარმოება შეუძლია, რომელიც 4 733 ოჯახს ანუ თითქმის 10,000 ადამიანს მიეწოდება.


"როდესაც ჩვენ ეს პროექტი დავიწყეთ, მსოფლიოში პირველები და ინოვატორები ვიყავით, რომლებიც წყალზე მზის ელექტროსადგურს ვაშენებდით. ეს ჩვენი ქალაქის დიდი წარმატებაა, ვამაყობთ და გვიხარია ეს გრანდიოზული პროექტი", - განუცხადა მედიას ქალაქ პიოლენკის მერმა.


პროექტი Bouygues Energies Services-ისა და Akuo Energy– ის მიერ განხორციელდა. ტბაზე მდებარე მზის ელექტროსადგურის ფართობი 50 ჰექტარზე მეტია. როგორც მწარმოებლები აცხადებენ, ის ევროპაში ყველაზე მასშტაბურია.