მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთში ქიმიური ქარხანა იწვის

5d8ca6278232f
მიხეილ ხაჩიძე
26.09.19 16:08
1187

საფრანგეთში ქიმიური ქარხანა იწვის. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ რუანში ხდება. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ქალაქი შავმა ღრუბელმა მოიცვა და დაკვამლიანების გამო, სუნთქვა ჭირს.



სახანძრო სამსახურის ცნობით, ამ დროისათვის დაშავებულები არ არიან. რისკების თავიდან აცილების მიზნით კი, ქვეყნის ხელისუფლებამ სასწავლო დაწესებულებების დროებით დახურვის განკარგულება გასცა. ამას გარდა, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქარხნიდან 500 მეტრში მცხოვრებ მოქალაქეებს ამ ეტაპისთვის, სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა.



ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მედიის ინფორმაციით, ინციდენტის ადგილზე 130-მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული.



ქარხანა ე.წ. Seveso-ს კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც საშიში პროდუქციის მწარმოებელ ადგილად არის მიჩნეული და განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ არის.

ცნობისათვის, რუანი ზემო ნორმანდიის რეგიონისა და ზღვისპირა სენას დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრია. ქალაქი 108 კილომეტრითაა დაშორებული ქვეყნის დედაქალაქ პარიზიდან. რუანი გაშენებულია ლა-მანშის სრუტის სიახლოვეს, დასახლებულ პუნქტში მდინარე სენა მიედინება.